ქუთაისის მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხატია დეკანოიძე ირონიულად ეხმაურება „ქართული ოცნების“ ლიდერების განცახდებას, რომ მათ ფაქტობრივად უკვე „დაასრულეს ნაცები“ და 30 ოქტომბერს კი, ამ პარტიის „საბოლოო დასრულება“ მოხდება. „მე გეტყვით, როგორ დაასრულეს მათ ნაციონალური მოძრაობა – მე მოვიგე ქუთაისი! მათ კანდიდატს მე ქუთაისი მოვუგე საკმაოდ დიდი სხვაობით. გამცენ პასუხი ბატონმა ღარიბაშვილმა და კობახიძემ, თუ დაგვასრულეს, როგორ მოვუგეთ ჩვენ მათ პირველი ტურები ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში, სენაკში?“ – აცხადებს ხატია დეკანოიძე და ჟურნალისტებს სთხოვს, ეს კითხვა პირდად დაუსვან „ქართული ოცნების“ ლიდერებს. (ნახეთ ვიდეო)