„რესპუბლიკელების“ მიძინებული ვარსკვლავი ლევან ბერძენიშვილი კვლავ გამოჩნდა ასპარეზზე. ამჯერად მან განცხადება პატიმარ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გააკეთა. ბერძენიშვილმა თქვა, რომ სააკაშვილი ძალიან მძიმე ბრძოლაში შევიდა და ამით ის პატივისცემას იმსახურებს. „ის ღირსეულად იბრძვის, სწორედ ისე, როგორც უნდა უბრძოდეს ღირსეული პატიმარი“ – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი და იქვე გვერდს უვლის თემას, რომ საქართველოში სწორედ მესამე პრეზიდენტის მმართველობისას,
პატიმრებს „ღირსეული ბრძოლის“ უფლებას და საშუალებას არავინ აძლევდა და ნებისმიერი პატიმარს, რომელიც საპროტესტო შიმშილობას გადაწყვეტდა, ნეკნების დალეწვამდე სცემდნენ. სამაგიეროდ, ბატონი „რესპუბლიკელი“ მიიჩნევს, რომ თბილისი და სააკაშვილი 30 ოქტომბერს ერთად გათავისუფლდებიან. მისი აზრით, ნიკა მელიას გამარჯვებაზე პირდაპირ არის დამოკიდებული მიშა სააკაშვილის ციხიდან გამოშვება და ამიტომ მთელი ყურადღება ახლა ამაზე უნდა იქნას გადატანილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი გარკვეულ მინიშნებებს იძლევა და ფაქტობრივად რევოლუციით იმუქრება. „30 ოქტომბრის არჩვენების როლის ოდნავი დაკნინებაც კი ძალიან საშიშია. ეს არის ერთადერთი რეალური გზა, ხოლო თუ ამ გზას შედეგი არ მოჰყვება, მაშინ იწყება უკვე ის გზა, რომელიც მეც არ მინდა და ალბათ, არც არავის უნდა რომ დაიწყოს. ხომ ყველამ ვიცით რაში გადაიზრდება მერე ეს?“ – აცხადებს ბერძენიშვილი.