მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ოდიოზური ლიდერი ირაკლი კობახიძე გვიმტკიცებს, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „დამაჯერებლად მოიგო“, ფაქტია, რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ პოლიტიკურმა ძალამ უმრავლესობა დაკარგა და საკრებულოს თავმჯდომარედ თავისი კანდიდატის გასაყვანად ძალიან სერიოზული ბრძოლა მოუწევს, ან სულაც მოუწევს რომ ოპოზიციის წარმომადგენელს დაუთმოს ეს პოსტი. ე.წ. პირობით „ოპოზიციას“ კი, რაღა დასამალია, რეალურად, მანიაკების პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს. მარტივად რომ ვთქვათ, რამდენიმე მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარე „ნაცი“ გახდება. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სიტუცია ამ მხრივ ზუგდიდშია, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევისთვის საკმარისი 23-ის ნაცვლად, მხოლოდ 22 დეპუტატის გაყვანა შესძლო. 20 დეპუტატი ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ ხოლო ზუგიდიდის 45 წევრიან საკრებულოში, დანარჩენი 3 წევრი გიორგი გახარიას პარტიიდან მოხვდა. ნათელია, რომ, „ქოცებიც“ და „ნაცებიც“ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ თავისი კანდიდატის დასმას საკრებულოს თავმჯდომარედ, თუკი გახარიას პარტიის წევრებს
მიიმხრობენ. აი, სწორედ ამ ვითარებაში გააკეთა „ოცნების“ ყოფილმა პრემიერმა ძალიან ორიგინალური განცხადება – „ჩვენი პარტიის წევრები საერთოდ არ მიიღებენ მონაწილოებას ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში, რაც ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას აიძულებს ერთმანეთთან ითანამშროლონ და ისე აირჩიონ საკრებულოს თავმჯდომარე, მათ ერთმანეთი გადაიბირონ, ან მოილაპარაკონ რამეზე, ეს ჩვენი პარტიის ინტერესის საგანი არ არის“ – აცხადებს გიორგი გახარია. თუკი მან ეს სიტყვა შეასრულა და „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შესძლო მისი პარტიის ერთი წევრის მოსყიდვა-გადაბირება მაინც, როგორც ეს მაგალითად ბათუმის საკრებულოში მოხდა, მაშინ სახეზე გვექნება „ქოცების“ და „ნაცების“ ღია და დაუფარავი თანამშრომლობის პირველი პრეცედენტი, გიორგი გახარიას „დამსახურებით“.