ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ თბილისელები ფეხებზე ჰკიდია და კახა კალაძეს ფულის მოპარვას აბრალებს

ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ თბილისელები ფეხებზე ჰკიდია და კახა კალაძეს ფულის მოპარვას აბრალებს

ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი მძიმედ გამწარებულია და ბოღმის ნთხევას განაგრძობს. ამჯერად მან თბილისელებს მიმართა და შეაშინა იმით, რომ თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე მალე ტრანსპორტის მოძრაობას ისევ გააჩერებს და თბილისელებს აიძულებს კილომეტრები ფეხით იარონ, თავად კალაძეს კი, ბრალს სდებს, რომ იგი მერიის მიერ ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერებით დაზოგილ ფულს, თავად იჯიბავს. „პირველად არ შემეცოდება არც ერთი თბილისელი. გულწრფელად ფეხებზე დავიკიდებ ყველას. არ დამიწყოთ ახლა, არ აგვირჩევია, გააყალბესო. გაყალბება ხომ შევირგეთ? ხოდა უტრანსპორტობაც შეგვერგება შესანიშნავად. მერია ფულს დაზოგავს ტრანსპორტზე და მერე იმ ფულს კალა შეირგებს შესანიშნავად“ – წერს ჯანგირაშვილი.

გუწრფელად ფეხებზე დავიკიდებ ყველა თბილისელს

ვერ გეტყვით, ასეთი ბრწყინვალე ეკონომიკა სად შეისწავლა ჯანგირაშვილმა, არც იმაზე ვიტყვით არაფერს რამდენად იმსახურებდა ან არ იმსახურებდა კალაძე თბილისის მერობას. უბრალოდ, „კავკასიის“ ტურფას შევახსენებთ, რომ ტრანსპორტის გაჩერებით მერია თანხებს კი არ ზოგავს, არამედ პირიქით, თვეში რამდენიმე მილიონით ზარალობს და ამის ცოდნასა და მიხვედრას ძალიან მცირე აზროვნება და ტვინი სჭირდება.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *