ამბიცია გაგვიგია, მაგრამ ფრაზები, რომლებიც „ნაცების“ მიტინგების ერთ-ერთმა მთავარმა სახემ და ტელეკომპანია „ფორმულას“ მეთაურმა მიშა მშვილდაძემ წარმოთქვა საჯაროდ, ალბათ ოტო ფონ ბისმარკის ამბიციურ ბუნებასაც პირს დააღებინებდა. „მიშა სააკაშვილის ჩამოსვლამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა, თორემ მე სულ სხვა პოლიტიკური კონსტრუქციების აგებაზე ვმუშაობდი მთელი ეს პერიოდი და სულ სხვა მაგნეტიზმის და დინამიკის გამოწვევა მინდოდა, პოლიტიკურ პროცესებში“ – აი, ზუსტად ეს თქვა მიშა მშვილდაძემ, არც მეტი არ ნაკლები! გამოდის, ერთი მიშა რომ არ ჩამოსულიყო, მთელი სახელმწიფო მეორე მიშას „მაგნეტიზმით და დინამიკით“ ვიცხოვრებდით და მისი აგებული პოლიტიკური კონსტრუქციებით ვისუნთქებდით! სხვა გამოსავალი არ გვქონია, ან ერთმა მიშამ უნდა გვატრიალოს თავის ჭკუაზე, ან მეორე მიშამ. ანუ, მეორე მიშას პირველ მიშაზე არანაკლები ამბიციები ჭამს. თუმცა, ბელადს მაინც უთმობს პირველობას და გმირობას – „რასაც ახლა ეს ადამიანი აკეთებს ეს არის ჩვუელებრივი ქვეყნისთვის თავგანწირვის აქტი“ – ამბობს პატიმარი ექსპრეზიდენტის შესახებ მისი ყურმოჭრილი ყმა. (ნახეთ ვიდეო)