ბოლო პერიოდში უამრავი შედარება მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილისა სხვადასხვა ქართველ ისტორიულ მოღვაწეებთან. პატიმარი ექსპრეზიდენტის მხარდასაჭერ მიტინგებზე, ზოგმა მიშისტმა თავისი ბელადი ცოტნე დადიანს შეადარა, ზოგმა დავით აღმაშენებელსა თუ დემეტრე თავდადებულს. ამ მკრეხელურ შედარებებს ვერ შეედრება, მაგრამ რაღაც კუთხით, მაინც ყველას „აჯობა“ ტელეკომპანია „კავკასიის“ დამფუძნებელმა და წამყვანმა დავით აქუბარდიამ. მან სააკაშვილზე საუბრისას, რატომღაც ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში გაიხსენა. ანალოგია კი ის იყო, რომ თურმე ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს ერაყში მილიონ ნახევარი არაბი მოკლეს და მიუხედავად ამისა ბუშზე სისხლის სამართლის საქმე არავის აღუძრავს. თურმე ამიტომ, მიშა სააკაშვილსაც, რაც არ უნდა სასტიკი დანაშაულები ჰქონდეს ჩადენილი თავისივე ქვეყნის მოსახლეობის მიმართ, ის მაინც არ უნდა დააპატიმრონ. შედარება იმდენად შტერულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი შეუძლებელია. უბრალოდ, აქუს კიდევ ერთ ფრაზა-შედევრს შემოგთავაზებთ – „პრეზიდენტებს, და მით უმეტეს ყოფილ პრეზიდენტებს არავინ არ იჭერს, პირველმა მე ვთქვი გაათავისუფლეთ, თორემ თავის ტკივილი არ აგცდებათ მეთქი“ – ასე იჩემებს სისულელეების თქმაში პირველობას დავით აქუბარდია. (ნახეთ ვიდეო)