ყველაზე მოყიყინე მიშისტმა ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გლდანის ციხის მისადგომებთან მორიგი შტერული კონცერტი ჩაატარა. საქართველოს ჰიმნის აჟღერებას მან რატმღაც „პოლიტიკური აქტი“ უწოდა და შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს მოსვენებას არ მისცემს. „ივანიშვილს ელოდება ჯოჯოხეთი, მან საკუთარი თავი დაიწყევლა იმით, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში გადმოიყვანა“ – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა. საინტერესო იყო ისიც, რომ ჟორჟოლიანი აგრესიულად ითხოვდა ციხის ბადრაგისგან პატიმრების „ჩაჩუმებას“, რადგან ისინი ფანჯრებიდან ყვიროდნენ და ჟორჟოლიანს უხამსად აგინებდნენ. როგორც ჩანს, ნანუკას ისევ მისი ყოფილი ქმრის დრო ჰგონია და იმას ითხოვდა, რასაც „ნაცების“ დროს კოდუას „სასტავები“ აკეთებდნენ, ანუ ციხეზე ნებისმიერ ფაჩუნს „ბუნტად“ ასაღებდენენ და საკნებში პატიმრებს ნეკნებს ალეწავედნენ – ნუ ხმაურობთო! ან სულაც, პირდაპირ „კარმუშკებიდან“ შეყოფილი ავტომატის ლულებით ცხრილავდნენ. საინტერესო იყო ისიც, რომ მაყურებლისთვის პატიმრებზე უარყოფითი შთაბეჭდილების გაღვივების მიზნით, ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა – „პატიმრებმა საქართველოს ჰიმნსაც აგინესო!“. თუმცა, გაუგებარია საიდან დაასკვნა ნანუკამ ეს? ფაქტია რომ ციხის ფანჯრებიდან არც ერთ პატიმარს არ დაუძახია „ჰიმნო! შენი დედაცო!“. ნანუკა საკუთარ თავს და მიშას თუ აიგივებს საქართველოს ჰიმნთან, ეს უკვე სხვა თემაა და ფსიქიატრების კომპეტენციაში გადადის. (ნახეთ ვიდეო)