თენგიზ ცერცვაძე „ქართული კოვიდპასპორტების“ და „სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოს“ წინააღმდეგ

თენგიზ ცერცვაძე „ქართული კოვიდპასპორტების“ და „სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოს“ წინააღმდეგ

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ღიად დაუპირისპირდა საქართველოს მთავრობის „პანდემიის მართვის საკოორდინაციო საბჭოს“ რიგ გადაწყვეტილებებს. ცერცვაძის განცხადებით, დიდი შეცდომაა ის, რომ საქართველოში ორი ტიპის ე.წ. „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა. ერთი მათგანი ეხება მხოლოდ უცხოეთის მოქალაქეებს და ისინი მწვანე პასპორტს ქვეყანაში შემოსასვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუკი კოვიდის გადატანიდან 6 თვეზე ნაკლებია გასული, ხოლო მეორე ტიპის „მწვანე პასპორტი“ გაიცემა საქართველოს მოქალაქეებზე, იმის მიუხედავად რამდენი დროა გასული კოვიდის გადატანიდან. თენგიზ ცერცვაძის აზრით, ეს შეცდომაც არის და უსამართლობაც. მით უმეტეს, რომ ყველა კვლევით დადგენილია – „კოვიდ 19“-ის გადატანის შემდეგ, იმუნიტეტი მაქსიმუმ 6 თვე ნარჩუნდება. ცერცვაძე ასევე სკეპტიკურად უყურებს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობებს მიღებული შეზღუდვების აღსრულების ნაწილშიც. „ძალიან დიდი დადებითი მოლოდინები არ მაქვს. აღსრულების მექანიზმები ქვეყნის ხელმძღვანელობისათვის არასაკმარისია. ისევე, როგორც ეს ძალიან არასაკმარისი იყო პირბადის ღია სივრცეში ტარების შემოღებისას“ – აცხადებს ქვეყნის პირველი ინფექციონისტი, თუმცა იქვე გამოთქვამს იმედს, რომ საქართველოს მთავრობა ყველა ამ ხარვეზს აღმოფხვრის და გამოასწორებს.

ეს შეცდომაც არის და უსამართლობაც!
Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *