გიული ალასანია „ნაცების“ ლიდერს კვლავ უპირისპირდება, ნიკა მელია პასუხისმგებლობას არ იღებს

გიული ალასანია „ნაცების“ ლიდერს კვლავ უპირისპირდება, ნიკა მელია პასუხისმგებლობას არ იღებს

ყოფილი პრეზიდენტის დედა მედიასივრცეში კვლავ აქტიურია და ხელისუფლებასთან ერთად, არც ოპოზიციის, კერძოდ კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ინდობს. გიული ალასანიას პრეტენზია აქვს, რომ მისი შვილის ციხიდან გამოსახსნელად, „ნაცების“ ლიდერები, კონკრეტულად კი ნიკა მელია, საკმარის ძალიასხმევას არ მიმართავს. თავის მხრიც, მელია ცდილობს თავი გაიმართლოს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ არის მუხტი იმდენად დიდი, რომ საპროტესტო აქციებზე ადამიანების რაოდენობამ მაქსიმუმს, ხოლო მუხტმა პიკს მიაღწიოს. ამასთანავე, „ნაცების“ ნომერ პირველი ლიდერი გაუმართლებელ პასუხისმგებლობებსაც ერიდება. „უნდა გვესმოდეს, რომ დიდი და ისტორიული გამარჯვებები, მით უმეტეს მართლაც ისტორიული ფიგურის ციხიდან დახსნის პროცესი ორი, სამი და ოთხი აქციით ვერ დასრულდება. ჩვენ უნდა ვიყოთ მად იმისთვის, რომ საპტროტესტო აქციების პიკი დადგება. ამისთვის საჭიროა ბევრი მუშაობა და ნაკლები წუწუნი“ – ამბობს ნიკა მელია. ასევე, მის გულისწყორმას იწვევს ის ადამიანები, ვინც დღესვე და ხვალვე შედეგს მოითხოვს და აქ, „ნაცების“ ამჟამინდელი ლიდერი, სავარაუდოდ ექსპრეზიდენტის დედასაც გულისხმობს. „თუ დაუძახე ხალხს რაღაზე დაშალეო? ამ საყვედურს მე ვერ მივიღებ. მაპატიეთ და აბა, რა ვქნა? შტურმზე წავიყვანო ხალხი? მე ვერ ავიღებ ამ პასუხისმგებლობას და არ მივცემ საშუალებას უამრავ სპეცრაზმელს, რომ ჩემს მეგობრებს და თანამებრძოლებს ტყვია ესროლოს შუბლში“ – ასეთია ნიკა მელიას პოზიცია.

სპეცრაზმს არ მივცემ საბაბს, ტყვია გვესროლოს
Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *