თავად კი ამტკიცებენ, რომ ვითომდა „მიშისტები“ არ არიან, მაგრამ ფაქტია, რომ მამუკა ხაზარაძის ჯიბის „ლიტერატურულმა ელიტამ“ ბოლო დროს ყველაზე ხმამაღლა და კატეგორიულად დაიწყო საქართველოს დამნაშავე ექსპრეზიდენტის „გამაპრავებელი“ განცხადებები. თუმცა, კადრებაც არის და კადრებაც. ის, რასაც ხაზარაძის ჯიბის „მწერალი“ თეონა დოლენჯაშვილი კადრულობს, მართლა მორალის ყოველგვარ საზღვარს სცდება. დოლენჯაშვილმა მიშა სააკაშვილი პირდაპირ დააყენა ზვიად გამსახურდიას გვერდით. „მასე თუ მივყვებით, ზვიად გამსახურდიასაც ჰქონდა უამრავი შეცდომა და შეგვეძლო ისიც დაგვესვა ბრალდებულის სკამზე“ – აცხადებს ხაზარმწერალი. არ ვამტკიცებთ, რომ ზვიად გამსახურდია უშეცდომო იყო, მაგრამ იქნებ, ვინმემ დაგვისახელოს ერთი ადამიანი მაინც, რომელიც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს მისი დაკვეთით უმოწყალოდ სცემეს, ან პატიმარი, რომელსაც უკანალში ხელკეტი გაუყარეს? დავიჯეროთ ასეთმა „დიადმა მწერალმა“ არ იცის, რომ „შეცდომა“ სხვა რამეა და სისტემური დანაშაული, მანიაკიზმი და სადიზმი სხვა რამეა? თუმცა… „ანაკლიიის კონსორციუმიდან“ მისაღები ფულების, ახალ-ახალი არამი პრემიების და შემოსავლების დაკარგვა რას აღარ ათქმევინებს კაცს… ქალსაც! (ნახეთ ვიდეო)