გიგი უგულავამ და კახა კალაძემ ერთმანეთს ერთგვარი „აუქციონი“ გაუმართეს ვის მეტი ფული აქვს მოპარული ბიუჯეტიდან

გიგი უგულავამ და კახა კალაძემ ერთმანეთს ერთგვარი „აუქციონი“ გაუმართეს ვის მეტი ფული აქვს მოპარული ბიუჯეტიდან

დედაქალაქის ყოფილმა და მოქმედმა მერებმა ერთმანეთს დისტანციურად დასცხეს. კერძოდ გიორგი უგულავას გაღიზიანება გამოიწვია კახა კალაძის მიერ თბილისის საკრებულოს სხდომაზე „ლელოს“ წარმომადგენლებისთვის ნათქვამმა სიტყვებმა – „თქვენ არც პოლიტიკა გესმით და არც სამართალია, საერთოდ სახლში იციან აქ რომ ხართ?“. კალაძის ამ ირონიას უგულავა სოციალურ ქსლეში გაკეთებული განცხადებით გამოეხმაურა და კალაძეს დაუსვა კითხვა – „შენთან თუ იციან სახლში, რომ თბილისში საშოვარზე ხარ გამოქანებული?“. ამის შემდეგ, მხარეებს შორის ერთგვარი ვირტუალური სიტყვიერი „აუქციონი“ გაიმართა და ისნი ერთმანეთს ახსენებდნენ ვინ მეტი თანხა მოიპარა თუ მიითვისა ბიუჯეტიდან. კალაძის მხარემ უგულავას მოპარული 48 მილიონი შეახსენა, ხოლო საპირისპირო მხარემ, კალაძეს ენერგეტიკის სამინისტროდან „გამქრალ“ 80 მილიონზე მიუთითა. იდეაში, უგულავამ „მოიგო“, რადგან კალაძის 80 მილიონი ლარებშია „გამქრალი“, ხოლო უგულავას 48 მილიონი დოლარშია, რაც დღევანდელი კურსით, დაახოებით 150 მილიონია ლარში. საბოლოოდ, უგულავამ მაინც ვერ ახსნა რატომ იცავდა იგი ასე თავგამოდებით „ლელოს“ წარმომადგენელს? ნუთუ მასში, ერთგვარმა „კოალიციურმა ინსტინქტებმა“ გაიღვიძა? ეს არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაცების“ მხრიდან ასეთმა თავგამოდებულმა დაცვამ „ლელოები“ ფრიად უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა და მათ წარმომადგენლებს თავის მართლებამაც კი მოუწიათ – „ჩვენი ნაცებისთვის დაცვა არ გვითხოვია, თავისი ინიციატივით გამოთქვეს ჩვენი მხარდამჭერი აზრებიო“.

გიგის 48 მილიონი დღეს კახას 80 მილიონზე მეტია
Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *