„ნაციონალური მოძრაობის“ უკვე არც ისე ახალი ვარსკვლავი ლევან ხაბეიშვილი ცდილობს ხმაურით და ხმამაღალი განცხადებებით მოპოვებული „ცნობადობა“ შეინარჩუნოს და აგრძელებს სკანდალური ფრაზების ლაპარაკს სატელევიზიო ეთერებში. ამჯერად ის „ქართული ოცნების“ ლიდერების პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ შეფასებას არ დასჯერდა და მათ გარეგნობასაც შეეხო. დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მერის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ხაბეიშვილმა კალაძე სატელევიზიო კომენტარებში შაფასა და გარდა იმისა, რომ რომ „ყაჩაღი“ და „ხალხის ფულის მიმთვისებელი“ უწოდა, ასევე ხაზი გაუსვა კახა კალაძის გარეგნობასა და ჩაცდმულობის „გაპრანჭულ“ სტილს. „გამოიპრანჭება და ლაპარაკობს რაღაცეებს. ვიღაცას ჰგონია, რომ რადგან გამოპრანჭულია რაღაცას წარმოადგენს“ – აღშფოთებით ლაპარაკობდა ხაბეიშვილი. მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი როგორ ახირებულადაც მოიხსენიებს ღარიბაშვილს, ისევე ახირებით მოიხსენიებს ის კალაძესაც. „ხომ თქვა ივანიშვილლმა ღარიბაშვილზე, ჩემი მდივანია და არაფერს წარმოადგენსო? დარწმუნებული ვარ უარესებს ამბობს კალაძეზე. კახა კალაძე იგივე ირაკლი ღარიბაშვილია, ოღონდ ბევრად უფრო უარესი, მაგრამ ბევრად სიმპათიურად გამოიყურება“ – ლევან ხაბეიშვილის ამ სიტყვებით, აშკარა გახდა, რომ მას კალაძე გარეგნობით გაცილებით უფრო მოსწონს, ვიდრე ღარიბაშვილი. (ნახეთ ვიდეო)