სავარაუდოდ, ინგა გრიგოლიაში ვიტო კორლეონეს სული ჩასახლდა და ვატო წერეთელს ერთგვარად მაფიოზურად მიმართავს – „ვატო, ხომ იცი, შენი მტერი ჩემი მტერიაო!“. თუმცა, ამ ფრაზამ და სახელმა ინგამ, შესაძლოა მურტალოც გაგვახსენოს, მაგრამ, კიდევ კარგი, გრიგოილიას არ დაუყოლებია – „ჩემი ყველა შემწუხებელი კუკიის სასაფლაოზე წევსო“.
მკითხველი რომ არ დაიბნეს, განვმარტავთ – საუბარია ინგა გრიგოლიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, რომელიც „ტვ პირველის“ დამფუძნებელ, მილიონერ ავთო წერეთლის შვილს, ვატო წერეთელს ეძღვნება. „ჩემი ვატო! ხომ იცი და ხომ გახსოვს შენი მტერი ჩემი მტერია და შენი ოჯახის მტერი, ჩემი ოჯახის! ასეთი მეგობრობა ვიცით ჩვენ. ბოლომდე ვიომებ იმ პოლიტიკური ანგარიშსწორების წინააღმდეგ, რასაც ტვ-პირველის არსებობის გამო უკეთებენ შენს ოჯახს. არც სამსახური მადარდებს, არც საჭმელ-სასმელი. შენთან ერთად ვიომებ ბოლომდე!“ – მიმართავს ჟურნალისტი მილიონერს.
თავი რომ დავანებოთ ამ ტექსტის გრამატიკულ მხარეს, ელემენტარულად, ჩნდება კითხვა, გრიგოლიას მსგავს ჟურნალისტებს მხოლოდ მილიონერების მიმართ რატომ უჩნდებათ ხოლმე მსგავსი სენტიმენტები? მხოლოდ მილიონერებთან რატომ უნდებათ “ასეთი მეგობრობა”? მხოლოდ მილიონერებთან ერთად რატომ უნდებათ „ომი და ბრძოლა“ სამსახურის, ხელფასისა და საჭმელ-სასმელის გარეშე? ინგა გრიგოლიას, რომელსაც, ცხოვრბაში ლამის გამარჯობა არ უთქვამს არავისთვის მაღალი ანაზღაურების და კარგი ხელფასის გარეშე, მაინცადამაინც მილიონერ ვატო წერეთელთან რატომ მოუნდა „სალოსი“-წამებულის როლის თამაში? არადა, აქ საუბარია სასამართლოზე, რომელმაც, წესით, მტყუან-მართალი უნდა გაარჩიოს. მაგრამ ამ „მიუკერძეოებელ“ ჟურნალისტებს ხომ ეგ არც აინტერსებთ და მათთვის მართალი ისაა, ვინც ბევრს გადაუხდის. აი, მათთან შეუძლიათ „საჭმელ-სასმელის გარეშე“ გვერდით დგომა, მათ ხომ „ასეთი მეგობრობა“ იციან.