რა საერთო აქვთ თეა წულუკიანს, დიმიტრი შაშკინს, კახა ლომაიას და ნიკა გვარამიას

რა საერთო აქვთ თეა წულუკიანს, დიმიტრი შაშკინს, კახა ლომაიას და ნიკა გვარამიას

„ქართულმა ოცნებამ“ წარმატებულად გააგრძელა „ნაციონალური მოძრაობის“ სახელოვანი ტრადიცია – ყოფილი ძალოვანი მინისტრების გადაყვანა განათლების, სპორტისა თუ კულტურის მინისტრად. კახა ლომაიას, დიმიტრი შაშკინის, ნიკა გვარამიას საფუძველდადებულ ტრადიციას თეა წულუკიანი შეუერთდა.

თუმცა, ლომაიას შემთხვევაში პირიქით იყო – ის ჯერ განათლების მინისტრი გახლადათ და რატომღაც სწორედ განათლების მინისტრმა აუწყა ქვეყანას 2007 წლის 7 ნოემბერს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ამის შემდეგ გადაიყვანეს ის უშიშროების საბჭოს მდივნად.

სასჯელაღსრულებიდან განათლების მინისტრად გადმოყვანილმა შაშკინმა კი, მასწავლებლებს პირველივე გაფართიებულ შეკრებაზე ასე მიმართა – „თუ კარგად არ იმუშავებთ, თქვენს სისხლს დავლევ იცოდეთ!“

საინტერესო იყო გენერალური პროკურორის მოადგილეობიდან განათლების მინისტრად გადაყვანილი ნიკა გვარამიას ამბავიც – ამხელა თანამდებობების წინდებივით გამოცვლის შემდეგ, ის ადგა და არც მეტი, არც ნაკლები – უცხოეთში სასწავლებლად და განათლების მისაღებად წავიდა…

ქვეყანაში კულტურის და გინდაც სპორტის სფეროში გამოცდილი კადრი, ამ ქვეყნის მმართველებმა „სანთლითაც“ ვერ მოძებნეს

როგორ განვითარდება ამჯერად უკვე „ოცნების“ ექსპერიმენტი – კიდევ ერთი ძალოვანებთან ასოცირებული უწყების, იუსტიციის სამინისტროს ყოფილი პირველი პირის გადაყვანა კულტურისა და სპორტის მინისტრად, ამას დრო გვაჩვენებს.

ამჯერად, „ოცნებამ“ გაყო მის მიერვე რამდენიმე წლის წინ შეერთებული განათლებისა და კულტურის სამინისტროები, განათლების მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დატოვა, თუმცა, როგორც ჩანს, ქვეყანაში კულტურის და გინდაც სპორტის სფეროში გამოცდილი კადრი, ამ ქვეყნის მმართველებმა „სანთლითაც“ ვერ მოძებნეს

და მინისტრად ის კადრი დანიშნეს, აქამდე რომ მუდამ სტრასბურგში ნამუშევრობითა და იმით ტრაბახობდა – გავაოცე ევროპა ჩემი იურიდიული ცოდნითო.

უბრალოდ, მართლაც საკითხავია და სიანტერესოა, რას ემსახურება და ემსახურებოდა გინდაც „ქოცებისა“ და გინდაც „ნაცების“ ასეთი ესქპერიმენტები – მინისტრების გადასმა-გადმოსმა ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავებულ სფეროებში?

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *