საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კომენტარი გააკეთა ახალციხეში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით. მინისტრის თქმით, ვაქცინაციის ჩამტარებელი სამედიცინო ჯგუფის მხრიდან არ იკვეთება არანაირი გადაცდომა და ყველაფერი წესის და პროტოკოლის მიხედვით გაკეთდა. „ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მეგი ბაქრაძე თავად იყო სამედიცინო პერსონალი და ძალიან კარგად იცოდა, რა რისკები არსებობდა ამ შემთხვევაში“. ტიკარაძის თქმით, სპეციალური კითხვარი, რომელსაც ყველა ადამიანი ავსებს უშუალოდ ვაქცინაციამდე რამდენიმე წუთით ადრე, მეგი ბაქრაძეს ყურადღებით და პროფესიონალური ცოდნით ჰქონდა შევსებული.
27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე, ახალციხეში მდებარე „იმედის კლინიკაში“ გაკეთებული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ზემოქმედების შედეგად კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა და 24 საათში, თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.