ქართული ეგრეთ წოდებული ოპოზიციის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი, რომელმაც ბოლო 5 წელიწადში ლამის 6 პარტია შეიცვალა და ბოლოს „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიაში აღმოჩნდა, დღეს საქართველოში შექმნილ სიტუაციას, ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე საშიშად აფასებს. ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბრის ფარული ჩანაწერების შეფასებისას, მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს იყო გაფრთხილება რუსეთის მხრიდან ივანიშვილის მისამართით – ემანდ ხელი არ წაგიცდეს და ოპოზიციასთან რაიმე კომპრომისზე არ წახვიდეო. „ყველაზე ცუდ და სახიფათო დღეში დღეს სწორედ ბიძინაა, რადგან ერთი მხრიდან, დაუმორჩლებლობის შემთხვევაში პოლონიუმის მირთმევა ელოდება დილით ჩაიზე, ან სტაფილოს წვენზე, ხოლოდ მეორე მხრიდან მისი ფინანსური ანგარიშების სრული გაყინვა“. გუბაზ სანიკიძე ვარაუდს გამოთქვამს, რომ ივანიშვილი მაინც რუსეთზე დამორჩილებას აირჩევს, რადგან სული უფრო ტკბილია, ვიდრე ფული. „ეს არის სპეცსამსახურების ხელოვნება, რის შესახებაც ზოგს მეტი წარმოდგენა აქვს, ზოგს ნაკლები“- ამბობს გუბაზ სანიკიძე, თუმცა არ აზუსტებს, თავად საიდან აქვს ასეთი ზუსტი წარმოდგენა „სპეცსამსახურების ხელოვნებაზე“?