„ნაცების“ მედიამ ხატის დაბრძანებასთან დაკავშირებული ტრაპეზი ირმა ინაშვილს და „პარტიულ აქტივს“ დააბრალა

„ნაცების“ მედიამ ხატის დაბრძანებასთან დაკავშირებული ტრაპეზი ირმა ინაშვილს და „პარტიულ აქტივს“ დააბრალა

ჭყონდიდის ეპარქიაში ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი ჩააბრძანეს. მარტვილში ამ ღონისძიებას სტუმრები რამდენიმე ეპარქიიდან დაესწრნენ. ხატის წესისამებრ დაბრძანებისა და მსახურების აღსრულების შემდეგ, სტუმრებისათვის ტრაპეზიც გაიმართა. ამ საზეიმო დღეს თავის სტილში გამოეხმაურნენ „ნაციონალური მოძრაობის“ საკუთრებაში არსებული პარტიული ტელევიზიები. კერძოდ, „მთავარმა არხმა“ საკუთარი „ფეისბუქ-გვერდის“ მეშვეობით გაავრცელა გაწყობილი სუფრის ფოტოები და გაუკეთა მინაწერი, რომ მარტვილში ჭყონდიდის ეპარქია 350 კაციან ტრაპეზს აწყობდა. გარდა იმისა, რომ არავინ იცის, როგორ დათვალა და დააზუსტა „მთავარმა არხმა“ რამდენ კაცზე იყო სუფრა გაშლილი, ამასთანავე,

არ დავიწყებიათ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მოკლე მინაწერში მოეხსენიებინათ მიტროპოლიტი სტეფანე

არხს არ დაუკონკრეტებია რასთან დაკავშირებით იყო ეს ტრაპეზი მოწყობილი. „ტვ პირველმა“ ჟურნალისტიკის დღეს, ანტიჟურნალისტიკის კიდევ უფრო მაგარი „მასტერკლასი“ გვიჩვენა და თავის „ფესიბუქ“ გვერდზე დაწერა, რომ მარტვილში ტრაპეზი „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული აქტივისთვის ეწყობოდა. მართალია, მათ „მთავარი არხის“ 350 კაცს 150 გამოაკლეს და დაწერეს, რომ სუფრა 200 კაცზე იყო გაწყობილი, მაგრამ სამაგიეროდ არ დავიწყებიათ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მოკლე მინაწერში მოეხსენიებინათ მიტროპოლიტი სტეფანე, რომელიც თურმე პირადად მასპინძლობდა პარტიულ აქტივს. როგორც ჩანს, „ტვ პირველის“ წარმომადგენელმა მარტვილში, თვალი მოჰკრა ხსენებულ ღონისძიებაში მონაწილე ირმა ინაშვილს და შემდეგ თავისი შავბნელი ფანტაზიებიც ამის მიხედვით აამუშავა. მოგვიანებით, თავად ინაშვილმა გამოქვეყნა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე რეალური ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა ჭყონდიდის ეპარქიაში და რატომ იყო იქ ჩასული საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი.

არც „მთავარ არხს“ და არც „ტვ პირველს“ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიში არ მოუხდიათ და არც შესაბამისი ახსნა-განმარტება, ან შესწორება გამოუქვეყნებიათ.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *