ირინა სარიშვილმა და შორენა ბეგაშვილმა ქართველი დედები ახირებულად მოიხსენიეს – „მეც ვიცნობ დედიკო-დედიკო მამაკაცებს“

ირინა სარიშვილმა და შორენა ბეგაშვილმა ქართველი დედები ახირებულად მოიხსენიეს – „მეც ვიცნობ დედიკო-დედიკო მამაკაცებს“

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში, შორენა ბეგაშვილის გადაცემაში სტუმრად მყოფმა ირინა სარიშვილმა, ქართველი დედები „დედიკოს კაცების“ გაზრდაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მთელ მსოფლიოში, მხოლოდ საქართველოში ხდება, რომ „ჭიპლარის მოჭრიდან“ სიკვდილამდე დედები ზრუნავენ შვილებზე. არადა, შვილი ცალკე პიროვნებაა და სარიშვილის თქმით, მას „ფოფინი“ არ სჭირდება. ამაში შორენა ბეგაშვილიც დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ქართველი დედები ვერ ეგუებიან, რომ შვილი გაიზარდა და თავისი გზა აქვს.

„ჰოდა ამიტომაც გვყავს 50-60 წლის დედიკო-დედიკოზე გამოკერებული მამაკაცები“ – ამბობს ირინა სარიშვილი. შორენა ბეგაშვილი კი პასუხობს – „დიახ, სამწუხაროდ მეც ვიცნობ ასეთ მამაკაცებს“. გაუგებარია რატომ გააკეთეს მათ აქცენტი მაინცადამაინც მამაკაცებზე? უნდა ეფოფინონ თუ არა გოგოებს დედები და გვყავს თუ არა „დედიკო-დედიკო ქალები“, ეს გადაცემის წამყვანსა და სტუმარს არ უხსენებიათ. მოისმინეთ ბაკურ სვანიძის ვიდეოპასუხი.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *