შალვა ნათელაშვილი:- „ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის სენატსა და თეთრ სახლში მოისყიდა დონალდ ტრამპის დატოვებული ხალხი“

შალვა ნათელაშვილი:- „ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის სენატსა და თეთრ სახლში მოისყიდა დონალდ ტრამპის დატოვებული ხალხი“

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ქვეკომიტეტის სხდომა შეაფასა და განსაკუთრებული ყურადღება სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეზე ჯორჯ კენტზე გაამახვილა. როგორც ვიცით, კენტმა მთლად ე.წ. „გაერთიანებული ოპოზიციისთვის“, ანუ „ნაცებისთვის“ სასურველი განცხადებები არ გააკეთა სენატის ქვეკომიტეტზე გამოსვლისას, რითაც უკვე დაიმსახურა ქართული „ნაც“-მედიის მწვავე კრიტიკა. თუმცა, ნათელაშვილმა აქაც ყველას აჯობა „მკაცრ შეფასებებში“ და პირდაპირ განაცხადა, რომ ჯორჯ კენტი, ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილის მიერ მოსყიდული ამერიკული დაჯგუფების წევრია.

ნათელაშვილს არ დაუკონკრეტებია ვისი დანატოვრები არიან სენატორი ადამ კინზინგერი ან ჯინ შაჰინი

„ბატონი კენტი და ქალბატონი მაკდონალდი არიან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და მისი ბიძინასგან დაფინანსებული სიძის, კუშნერის დანატოვრები!“ – განაცხადა საქართველოს „ლეიბორისტების“ ლიდერმა.

სამწუხაროდ, ნათელაშვილს არ დაუკონკრეტებია ვისი დანატოვრები არიან სენატორი ადამ კინზინგერი ან ჯინ შაჰინი, რომლებიც გამუდმებით აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სასურველ განცხადებებს. ალბათ, ისინი ნათელაშვილს მოუსყიდველი თომას ჯეფერსონის, ან თვით ჯორჯ ვაშინგტონის დანატოვრები ჰგონია.

შეგახსენებთ, რომ ბერნარ კუშნერი იყო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2007-2010 წლებში. რა წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს ნათელაშვილი, რომ კუშნერი, ტრამპი და მათთან დაკავშირებული ჯგუფი აშშ-ს სენატსა და თეთრ სახლში ბიძინა ივანიშვილმა მოისყიდა, ეს არავისთვის ცნობილი არ არის.

Share

One thought on “შალვა ნათელაშვილი:- „ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის სენატსა და თეთრ სახლში მოისყიდა დონალდ ტრამპის დატოვებული ხალხი“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.