სოზარ სუბარი – „სადაც მაგიდის ერთ თავში ზის აშკარად მიშა სააკაშვილი, ის ან იქნება გამარჯვებული, ან ააყირავებს მაგიდას“

სოზარ სუბარი – „სადაც მაგიდის ერთ თავში ზის აშკარად მიშა სააკაშვილი, ის ან იქნება გამარჯვებული, ან ააყირავებს მაგიდას“

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ყველაზე ძველმა სახემ სოზარ სუბარმა დაასახელა მიზეზი, თუ რატომ ვერ ხერხდება წარმატებული მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ე.წ. „გაერთიანებულ ოპოზიციას“ შორის და ვერც ვერასოდეს მოხერხდება. სუბარის აზრით, ეს არის არა რაიმე კონკრეტული ან ზოგადი გარემოება, არამედ პიროვნება – მიხეილ სააკაშვილი. სუბარი ამას სააკაშვილის ამპარტავნული ხასიათით ხსნის – „სადაც მაგიდის ერთ მხარეს ზის აშკარად მიშა სააკაშვილი, იქ სურვილი ნათელია, ის ან უნდა იყოს პირველი პირი და გამარჯვებული, ან უნდა ააყირაოს ეს მაგიდა“.

აქვე, სუბარმა ოპოზიციას მოუწოდა, რომ თუ ისინი მართლაც არიან ქვეყანაზე მოფიქრალი და პატრიოტი ოპოზიცია, მაშინ მათ უნდა გადადონ ყველაფერი განზე, დაივიწყონ საკუთარი ვიწრო ინტერესები, მოუსმინონ საქართველოს მეგობრებს უცხოეთიდან და პარლამენტში გაარგძელონ ქვეყნის აღმშენებლობა. „ჩვენ უნდა დავჯდეთ ერთად იმისთვის, რომ აი, ამ მომავალს არათუ ხელი შევუშალოთ და ჩავკეტოთ, არამედ რაც შეიძლება დავაჩქაროთ ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში“ – ამბობს სოზარ სუბარი.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *