გიორგი გახარია – არც ვიცოდი რა ხდებოდა, როცა ბიზნეს-ომბუდსმენად, მერე კი, შინაგან საქმეთა მინისტრად დამნიშნეს

გიორგი გახარია – არც ვიცოდი რა ხდებოდა, როცა ბიზნეს-ომბუდსმენად, მერე კი, შინაგან საქმეთა მინისტრად დამნიშნეს

შეიძლება ითქვას, ყველა პოლიტიკურ ინსინუაციაზე საინტერესო იყო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ის განცხადება, რაც მან პოლიტიკურ პარტია „ქართულ ოცნებაში“ და ზოგადად ქართულ პოლიტიკაში თავისი კარიერის შესახებ გააკეთა. ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრობისას მან თქვა, რომ როდესაც იგი პირველად დაინიშნა მაღალ საჯარო თანამდებობაზე, საერთოდ არ იცოდა სად მივიდა და რა ხდებოდა. „პირველად რომ დამირეკეს, 2012 წელი ახალი მომხდარი იყო. ვერც მივხვდი თავიდან რა ხდებოდა“-პასუხობს გახარია ინგა გრიგოლიას კითხვაზე, თუ როგორ და რა ვითარებაში გაიცნო მან ბიძინა ივანიშვილი. ყოფილი პრემიერ-მინისტრის პასუხის შინაარსი გამაოგნებელია, გამოდის რომ მან საერთოდ არ იცოდა რა ხდება ქვეყანაში, სად მივიდა და რა უნდოდათ მისგან. აი, ასეთი კაცი, რომელსაც 2012 წლამდე აზრადაც არ მოსვლია, რომ მანიაკი „ნაცების“ წინაააღმდეგ თუნდაც ერთი სიტყვა ეთქვა, მეტიც, გონზეც კი არ ყოფილა რა ხდებოდა ქვეყანაში, ცოტა ხნის მერე, არც მეტი, არც ნაკლები – შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნეს და პოლიცია და უშიშროება ჩააბარეს! მოგვიანებით კი, საერთოდ სახელმწიფოს პირველ პირად დასვა ბიძინა ივანიშვილმა! ვერაფერს იტყვი – კადრების შერჩევის მასტერკლასია! როგორც თავად გახარია აღნიშნავს, მთავარი აღმოჩნა მისი „სივი“ და ის ფაქტი, რომ იგი უცხოურ ავიაკომპანიაში „ლუფტჰანზა“-ში მუშაობდა. ბიძინას კი, როგორც მოგეხესენებათ, დადებითი გართულება აქვს „უცხოეთში ნამუშევარ“ ტიპებზე. თუ ვინმე უცხოეთშია ნამუშევარი – მისთვის ყველა კარი ყველგან ხსნილია, რასაც შემდეგ ივანიშვილის „იმედგაცრუებები“ მოჰყვება ხოლმე… წესით, როდესაც პოლიციას აბარებ ადამიანს, ვინც აზრზე არ არის რა ხდება – ეს სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულია. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ამას კი არ უფიქრდება, არამედ „ბიძინას იმედგაცრუებაზე“ წუხს და მოთქვამს… როდემდე?

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *