ჩვენმა ცოტა შექანებულმა კორესპონდენტმა მოგვაწოდა ვითომდა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ სქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრი და მწვრთნელი თემურ ქეცბაია პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს. როგორც ირკვევა, თემურ ქეცბაიას საუბრის სტილი, მანერა და ლექსიკა ბევრად უფრო დახვეწილი და გასაგებია, ვიდრე „გირჩის“, კი არადა ორივე „გირჩის“ წევრებისა. „ახალი გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძეც, „ძველი გირჩის“ წევრები ვახტანგ მეგრელიშვილიც და იაგო ხვიჩიაც იმდენად გაუგებარ რაღაცეებს ბოდიალობენ, რომ თემურ ქეცბაია მათთან შედარებით ციცერონია. სწორედ ამიტომ, „გირჩმა“ გადაწყვიტა ქეცბაია მრჩევლად აიყვანოს და მასთან გაიაროს ხოლმე კონსულტაციები, როგორ ილაპარაკონ „გირჩის“ წევრებმა მიკროფონებთან და რა თქვან ხოლმე კონკრეტული თემაზე კომენტარის გაკეთებისას. ჩვენ უკვე მოვიპოვეთ პირველი ვიდეო მასალა, სადაც „გირჩის“ წევრ იაგო ხვიჩიას უკვე ეტყობა თემურ ქეცბაიას პირდაპირი გავლენები.