ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში „ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვრცელი ინტერვიუ, სავარაუდოდ, მაყურებელს ახალს და დიდად საინტერესოს ვერაფერს მისცემდა. გიორგი გახარიას და ინგა გრიგიოლიას სრულიად ბანალური და შეიძლება ითქვას უაზრო საუბრიდან დასამახსოვრებელს ვერაფერს აღვნიშნავთ. თმცა ერთმა დეტალმა მაინც მიიქცია ჩვენი ყურადღება – გრიგოლიამ გახარიას ტელეკომპანია „იმედის“ შესახებ ჰკითხა და ეს ტელევიზია „სახელისუფლებო არხად“ მოიხსენია. აქაც არაფერი იქნებოდა ახალი და გასაკვირი, რომ არა ტელეწამყვანის მიერ მოტანილი „არგუმენტი“ იმის დასამტკიცებლად, რომ „იმედი“ სახეისუფლებო ტელევიზიაა. „ეკრანზე ეწერა გარეჯი საქართველოა, მაშინვე ხომ გასაგები იყო, რომ ეს სამთავრობო არხია“ – ეუბნება ყოფილ პრემიერს გრიგოლია. „იმედი“ როგორი ტელევიზიაა ვინ აკონტროლებს მას, ამაზე ახლა კამათს არ ვაპირებთ. უბრალოდ, საინტერესოა, გარეჯის საქართველოდ აღიარება რატომ ნიშნავს მაინცადამაინც ხელისუფლების მხარდაჭერას? საინეტერსოა ისიც, რომ ეს შეკითხვა არც გიორგი გახარიას გასჩენია და ის მშვიდად და ღიმილით უსმენდა ტელეწამყვანის ამ გამაოგნებელ „რგუმენტს“.