თეა წულუკიანს ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებს, თავს ზღვის გოჭად და ზოგჯერ იხვნისკარტად გრძნობს

თეა წულუკიანს ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებს, თავს ზღვის გოჭად და ზოგჯერ იხვნისკარტად გრძნობს

საქართველოს ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა ცოტა ხნის წინ სკანდალური განცხადება გააკეთა. კერძოდ, მან აღიარა, რომ ზოგჯერ თავს ზღვის გოჭად გრძნობს. საზოგადოება ვალდებულია თანადგომა გამოუცხადოს თეა წულუკიანს, რომელსაც, როგორც ჩანს ეს მენტალური პრობლება ქართველმა ჟურნალისტებმა აჰკიდეს. „როდესაც პარლამენტში ვიყავი, მედია მუშაობის საშუალებას არ მაძლევდა და მუდმივად მქონდა განცდა, რომ ვარ არა დეპუტატი, არამედ დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი“ – აცხადებს წულკუკიანი. ვფიქრობთ, მედიამ ბოდიში უნდა მოუხადოს ჩინოვნიკ წულუკიანს მუშაობაში დისკომფორტის შექმნის გამო და საერთოდაც დროა დაიხუროს ყველა ქართული მედიასაშუალება, რომ წულუკიანმა თავი ზღვის გოჭად აღარ იგრძნოს და რაც გაუსწორდება ის აკეთოს. ისე, საინტერესოა, თუკი პარლამენტარის ამპლუაში ის თავს ზღვის გოჭად გრძნობდა, განათლების მინისტრის ამპულაში, სადაც მისი ადგილი არც ერთი კრიტერიუმით არ არის, რად გრძნობს თავს? ჟირაფად თუ იხვნისკარტად? ზოგადად, არსებობს ვერსია, რომ წულუკიანმა ზღვის გოჭად სინამდვილეში, მას შემდეგ იგრძნომ თავი, რაც ერთხელ ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის სხდომაზე ალერსიანად უთხრა – „მოდი ჩემო ზღვის გოჭოო“ და თეაც სიამოვნებისგან გაიტრუნა… მაგრამ ეს ვერსია გადაუმოწმებელია და რადგან თავად წულუკიანი საკუთარ ზღვის გოჭობას მედიას აბრალებს, ჩვენც სხვა რა გზა გვაქვს, უნდა დავუჯეროთ. (ნახეთ ვიდეო)

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *