თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას აქვს სავსებით კონკრეტული ხედვა რა უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ ე.წ. „ქუჩის ძაღლების“ პრობლემამ დედაქალაქის მოსახლეობა აღარ შეაწუხოს. „არის გარკვეული პრობლემები და მიზეზები, რაც დიდსკომფორტს უქმნის, როგორც მოსახლეობას, ასევე თავად ქუჩაში უპატრონოდ დატოვებულ ძაღლებს. ჩვენს ხედვას ამის შესახებ უახლოეს მომავალში წარვუდგენთ მოსახლეობას და გათვალისწინებული იქნება როგორც ადამიანების, ასევე ცხოველების ინტერესები. მიმაჩნია, რომ აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებებიც ამ მიმართულებით“ – განაცხადა კალაძემ. იმედი გვაქვს, „თბილისის მოსახლეობაში“, როგორც
სხვა პრობლემების დროს, მხოლოს ცენტრში მცხოვრები ადამიანები არ იგულისხმებიან და მერია ყურადღებას გარეუბნებში მცხოვრებ ადამიანებს და ცხოველებსაც მიაქცევს. მით უფრო, რომ მიუსაფარი ცხოველები სწორედ გარეუბნებში ბევრად უფრო მრავლად არიან, ვიდრე ქალაქის ცენტრში. ზოგადად, კი, მისასალმებელია, რომ კახა კალაძე არა მხოლოდ ადამიანების, არამედ ცხოველების უფლებების გათვალისწინებასაც აპირებს.