„ნაცებთან“ საკუთარი ვითომპარტიით მიკედლებული კიდევ ერთი ახალგამომცხვარი ქართველი პოლიტიკური ლიდერი თაკო ჩარკვიანი გაუწონასწორებელი მოქმედებით ზოგადად, ცნობილია. თუმცა, ბუკა პეტრიაშვილისა და ეკა მიშველაძის გადაცემაში, მან უკვე ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, პირდაპირ განაცხადა – „ვიპორჭყნებიო“. ამ მოულოდნელ განცხადებაზე კიდევ უფრო მოულოდნელი იყო მის მიერ დასახელებული მიზეზი, თუ რატომ „იპორჭყნება“ ის. „მე რუსეთზე გადაკიდებული კი არ ვარ, ინფორმაცია მაქვს!“ – იდუმალი სახით განუცხადა თაკო ჩარკვიანმა გადაცემის წამყვანებს, რომლებიც, რა თქმა უნდა უმალ დაინტერესდნენ რა ინფორმაცია აქვს თაკო ჩარკვიანს ისეთი, რამაც იგი პორჭყნამდე მიიყვანა! „მოგეხსენებათ, ვიდრე გაიგებენ, რომ ოპოზიციაში მიდიხარ, შენ გარკვეული ნდობით სარგებლობ, სწორედ ამ დროს გავიგე, რომ ჩვენი ქვეყანა კურსს იცვლის“ – საიდუმლოსავით გაანდო ჩარკვიანმა ბუკა-ეკას დუეტს და მათ მაყურებელს. ანუ, მაშინ, როდესაც ივანიშვილი ჯერ კიდევ ენდობოდა ჩარკვიანს და მის ოჯახს, მათ უთხრა, რომ საქართველოს კურსის შეცვლას და მის რუსეთისკენ წაყვანას აპირებს. აი, სწორედ ამიტომ დატოვა „ქართული ოცნება“ თაკო ჩარკვიანმა და მოგვიანებით, ამავე ნიადაგზე დაიწყო პორჭყნა. რამდენად შეესაბამება ჩარკვიანის ეს მტკიცება სიმართლეს, მკითხველ-მსმენელმა თავად გაარკვიოს. თუმცა, მის აღიარებას „პორჭყვნასთან“ დაკავშირებით, არა გვგონია, ვინმე არ ეთანხმებოდეს.