გიორგი გუგავა – „გიორგი ვაშაძემ თავი დაანებოს წმინდა მეფე აღმაშენებელს და სტრატეგია ვანოჩხარტიშვილი დაირქვას!“

გიორგი გუგავა – „გიორგი ვაშაძემ თავი დაანებოს წმინდა მეფე აღმაშენებელს და სტრატეგია ვანოჩხარტიშვილი დაირქვას!“

 

ლეიბორისტული პარტიის ჯერაცვერმოსულმა ლიდერმა გიორგი გუგავამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პირდაპირ დაადანაშაულა „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში. გუგავას მტკიცებით, გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებასთან გარიგებიდან უკვე მიიღო მატერიალური და სხვა სახის სიკეთეები და მომავალ არჩევნებზეც, ელოდება, რომ ხმებს ჩაუყრიან. „მე ჩემს აზრებს არ ვამბობ, ეს არის ფაქტი და ამას ყველა ხედავს“ – განაცხადა გიორგი გუგავამ. მისი აზრით, ვაშაძე წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის სახელითაც სპეკლულირებს და სჯობს მის პარტიას თუ მოძრაობას „სტრატეგია ვანოჩხარტიშვილი“ დაარქვას. „ყველასთვის ცნობილია გიორგი ვაშაძის ახლო ნათესაური კავშირები ვანო ჩხარტიშვილთან და დამალული არც არის, რომ ამ არჩევნებზე მაგ პოლიტიკურ ძალის მთავარი დონორი სწორედ ჩხარტიშვილი იყო“- აცხადებს გუგავა.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *