„დაანებეთ ჩემს ქმარს თავი“ – თეა წულუკიანის პირადი „ცისფერი მთები“, ნიკა მელია და თხოვნა-მიმართვა ქალ-ჟურნალისტებს

„დაანებეთ ჩემს ქმარს თავი“ – თეა წულუკიანის პირადი „ცისფერი მთები“, ნიკა მელია და თხოვნა-მიმართვა ქალ-ჟურნალისტებს

საქართველოს კულტურის მინისტრის აშკარად არაკულტურულ საქციელს თანმდევი მოვლენები დღემდე გამოჰყვა. შეგახსენებთ, რომ თეა წუკლუკიანმა ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტს მიკროფონი ხელიდან გამოსტაცა და დღემდე არ დაუბრუნებია. მინისტრის ასეთ დანაშაულებრივ ახუნტრუცებას, სამწუხაროდ, საზოგადოებაშიც არაერთი მომხრე და ე.წ. „გამპრავებელი“ ჰყავს. მეთოდოლოგია ერთია – „ის უღირისი ჟურნალისტი იყო და იმსახურებდა!“ – აცხადებენ სოიციალურ ქსელებში „ქართული ოცნების“ რადიკალი მომხრეები. თუმცა ავიწყდებათ, რომ ვინ რას „იმსახურებს“ ამას კანონი წყვეტს ნორმალურ სახელმწიფოში და არა რომელიმე ინდივიდი, ან ინდივიდების ჯგუფი. თუმცა, რაღაა სალაპარაკო, როდესაც „კანონზე მაღლა“ თავად იურიდიული განათლების მქონე კულტურის მინისტრი დადგა და სულ ფეხებზე ჰკიდია ის ამბავი, რომ მისი საქციელით შეგულიანებულმა რომელიმე მოქალაქემ ასევე „დამსახურებულად“ შეიძლება წაართვას მიკროფონი, ან რამე სხვა ნივთი იმავე, ან რომელიმე სხვა ტელევიზიის წარმომადგენლებს. ამ შემთხვევაში, დამნაშავის დასჯას, საახელმწიფო წესით, ვეღარ გაბედავს, რადგან ეს იქნება იმის დემონსტრირება, რომ „რაც ეპატიება მინისტრს, არ ეპატიება სხვას“, ეს კი ჟარგონულად რომ ვთქვათ, ძალიან ტეხავს. ასევე ძალიან მაგრად ტეხავს მინისტრის ქმრის „ბლატნოი“ გამოხტომა საჯარო სივრცეში, სადაც ის ოპოზიუციური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს თავისი ცოლის „აუგად მოხსენიების“ გამო ეხმაურება და იყენებს ფრაზებს „ტრაკი შეწიე“ „ვარდისფერები გამოიცვალე“ „შენნაირებს 90-ანებში იცი რას უშვებოდნენ?“ და ა.შ. ცალკე საკითხია, რატომ მიაჩნია მინისტრის ქმარს “90-ანები” ადამიანების ქცევის ეტალონად და თუკი ვინმეს 90-ანებში მართლაც რამეს „უშვებოდნენ“, ეს მას რატომ მოსწონს?

ზოგადად კი, ნესბიემიერ ნორმალურ სახელმწიფოში, მინისტრის და მით უმეტეს მისი ქმრის ასეთი „ძველბიჭური“ გამოხტომების გამო, ეს მინისტრი უკვე კაი ხნის გადამდგარი იქნებოდა და საბოლოოდ დაემშვიდობებოდა საჯარო სამსახურში რაიმე სახის კარიერას!

რაც არ უნდა „უღირსი“ და „ცუდი“ ჟურნალისტისა და რაც არ უნდა „დამპალი“ და „უნამუსო“ პოლიტიკური ფიგურის წინააღმდეგაც გაეკეთებინათ ეს განცხადებები მათ…

თუმცა, ის, რაც თეა წულკუკიანმა დღეს მიაძახა ჟურნალისტებს, უკვე გოიმობის და ქაჯობის ყველა რეკორდს ხსნის – „ჩემს მეუღლეს მაინც დაანებეთ თავი ქალებო!“… არა, ვისაც არ ესმის ეს რა დონის უპასუხისმგებლობა, ქაჯობა და ხეპრეობაა, მათთვის აღარც ღირს გაგრძელება და რაიმეს ახსნა… ფაქტი კი ერთია – როდესაც ხელისუფლებას ასეთი მინისტრები ჰყავს და არც ცდილობს მათ მოთოკვას, ადრე თუ გვიან, ასეთ ხელისუფლებას ნამდვილად ვერ ექნება საქმე კარგად და მას სწორედ ასეთი უპასუხისმგებლო და უზრდელი მინისტრები და მათი მომხრეები დაღუპავენ… ხოლო ვისაც “ძველბიჭობა” სურს, კეთილი ინებოს და ცოლი მაშინ სახლში “დაამწყვდიოს”. საჯარო ფიგურის ქმარი თუ ხარ, რაღაც-რაღაცეები კიდეც უნდა მოითმინო და საჯაროდ არსად გამოხტე. მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოების გარკვეულ დიდ ნაწილს, ამ შეგნებამდე, სამწუხაროდ, ჯერაც ბევრი უკლია…

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *