რატომ იტირა ქართველმა ექიმმა, როცა ქართველი ძიუდოისტი ოლიპიურ ოქროს დაეუფლა?

რატომ იტირა ქართველმა ექიმმა, როცა ქართველი ძიუდოისტი ოლიპიურ ოქროს დაეუფლა?

ადამიანური მომენტები ნებისმიერ მოვლენას ახლავს თან. ერთ-ერთი ასეთი მომენტი, რომელიც მსოფლიომ იხილა, ქართველებთან არის დაკავშირებული. ჩვენებური ძიუდოისტი ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ხოლო ამის შემყურე ქართველ ოლიმპიელთა დელეგაციის მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი ატირდა…

ვულოცავთ საქართველოს, მაგარ სპორტსმენს და გმირ ექიმს!

რამ გამოიწვია ქართველი ჭარმაგი ექიმის ცრემლები? ჯილდოები სხვა ქართველმა ოლიმპიელებმაც მიიღეს და კახაბრიშვილი მათაც არანაკლებ გულშემატკივრობდა, მათი მედლებიც არანაკლებ გაუხარდა და სიხარულის კურცხალიც გადმოუგორდა, მაგრამ ეს ცრემლები ბექაურთან მიმართებაში, უკვე არა მხოლოდ სიხარულის, არამედ დიდი სიამაყის ცრემლებიც იყო! საქმე ისაა, რომ ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ძალიან პერსპექტიულმა ძიუდოსიტმა ლაშა ბექაურმა მძიმე ტრავმა მიიღო. იმედისმომცემი ფენომენალური მოჭიდავის სპორტული კარიერა დიდი ეჭვის ქვეშ დადგა და ახალგაზრდა სპორტმენსაც გულგატეხილობა დაეტყო. როგორც მისი კოლეგები ამბობენ, მაშინ ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა ფიცი დადო, რომ ლაშა ბექაურს აუცილებლად დააყენებდა ფეხზე და მის ჯანმრთელობასაც იმ კონდიციებამდე მიიყვანდა, რომ ეს ახალგაზრდა ოლიმპიადის მოგებასაც შეძლებდა. იმასაც ამბობენ, რომ ბევრს კახაბრიშვილის ეს სიტყვები გადაჭარბებულ ემოციად და ტრაბახადაც კი მიაჩნდა… ახლა უკვე ფაქტი სახეზეა და ვფიქრობთ, ქართველი დამსახურებული ექიმის ცრემლების მიზეზსაც მეტი ახსნა აღარ სჭირდება. ვულოცავთ ამ ოლიმპიურ ოქროს საქართველოს, ლაშა ბექაურს და უპირველესად მის მართლაც გმირ ექიმს – ზურაბ კახაბრიშვილს!

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *