გედევან ფოფხაძე რევოლუციით იმუქრება? – „ოცნება უკვე დამთავრდა. ქართველი ხალხის ჩაგვრის უფლებას მათ აღარ მივცემთ“

გედევან ფოფხაძე რევოლუციით იმუქრება? – „ოცნება უკვე დამთავრდა. ქართველი ხალხის ჩაგვრის უფლებას მათ აღარ მივცემთ“

ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში „ქართული ოცნების“ ყოფილი სახე გარკვეული ლენინისტური რიტორიკით გამოირჩა. კერძოდ მან თავის ყოფილ პარტიას „ხალხის მჩაგვრელები“ უწოდა და პირობა დადო, რომ 2 ოქტომბრის მერე „ოცნება“ და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხს ვეღარ დაჩაგრავს. ყველაზე საინტერესო კი, მაინც ის მომენტი იყო, როდესაც ბატონმა გედიმ თავი ვეღარ შეიკავა და პირდაპირ განაცხადა, რომ თუ 2 ოქტომბერს მმართველი ძალა კვლავ გაიმარჯვებს, მაშინ დგება აუცილებლობა, რომ მოქმედი მმართველი

ძალა გარკვეული რადიკალური მეთოდებით მოაშორონ ხელისუფლებას. „ქართული ოცნება არის უკვე არა პოლიტიკური პარტია, არამედ კრიმინალური ბანდა. 2 ოქტომბრის შემდეგ, თუ მათ კვლავ გაიფორმეს გამარჯვება, ეს უკვე იქნება უკანონო მთავრობა, ეს იქნება ხელისუფლების უზურპატორი პარტია!“ – ამ ფრაზეოლოგიით, გედი ფოფხაძემ, სხვათა შორის, ძია ლენინზე მეტად, 2003 წლის მოდიფიკაციის მიშა სააკაშვილი გაგვახსენა. ვნახოთ, როგორ განვითარდება 2021 წლის დაანონსებული „გედების რევოლუცია“. (ნახეთ ვიდეო!)

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *