კრიშტიანუ რონალდუ ტელეკომპანია „ფორმულას“ სპორტულ კომენტატორად იმუშავებს, მისი უშუალო უფროსი მიშა მშვილდაძე იქნება!

(ირონიუსი!) უცხოური მედიასაშუალებები უკვე თითქმის დაბეჯითებით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ, ევრო 2020-ის დასრულების შემდეგ საქართველოში უნდა ჩავიდეს და იქაურ ტელეკომპანიას პირობებზე მოელაპარაკოს. ამ ინფორმაციით ძალიან დაინტერესდა ჩვენი არც ისე სპეციალური კორესპონდენტი და რა თქმა უნდა გაარკვია კიდეც რა ხდება სინამდვილეში.

გააგრძელე

თეა წულუკიანს ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებს, თავს ზღვის გოჭად და ზოგჯერ იხვნისკარტად გრძნობს

საქართველოს ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა ცოტა ხნის წინ სკანდალური განცხადება გააკეთა. კერძოდ, მან აღიარა, რომ ზოგჯერ თავს ზღვის გოჭად გრძნობს. საზოგადოება ვალდებულია თანადგომა გამოუცხადოს თეა წულუკიანს, რომელსაც, როგორც ჩანს ეს მენტალური პრობლება ქართველმა ჟურნალისტებმა აჰკიდეს. „როდესაც პარლამენტში ვიყავი, მედია მუშაობის საშუალებას არ მაძლევდა და მუდმივად

გააგრძელე

თურქეთი ოკუპირებულ ქართულ მიწებზე სწუხს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ხელშეუხებლად მიიჩნევს

ანტალიაში გამართულ საერთაშორისო დიპლომატიურ ფორუმზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო აზერბაიჯანის, საქართველოს და უკრაინის ტერიტორიულ კონფლიქტებს. ერდოღანის თქმით, თურქეთი ყველაფერს იღონებს ამ კონფლიქტების მოსაგვარებლად და თავის ძმებს – აზერბაიჯანს, საქართველოსა და უკრაინას ყველანაირად დაუდგება გვერდით. საქართველოს ამ ფორუმზე საგარეო საქმეთა მინისტრი

გააგრძელე

სახალხო დამცველმა „გარეჯის საქმეზე“ დაკავებულები თითქმის „პოლიტპატიმრებად“ გამოაცხადა

ნინო ლომჯარიას საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას, ბევრმა, შეიძლება, არც კი მიაქცია ყურადღება იმ მომენტს, როდესაც სახალხო დამცველმა გაკვრით, მაგრამ ხაზგასმით მოიხსენია მელაშვილი-ილიჩოვას საქმე. ლომჯარიას თქმით, შესაძლოა „გარეჯის საქმეში“ პლოტიკური ზეწოლის ნიშნები და პოლიტიკურიმინტერესი გამოიკვეთოს. „ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას, შესაძლოა,

გააგრძელე

გიორგი გახარია ინგა გრიგოლიას შესახებ – „რასაა რომ მიპირებს ეს ქალი? ისე, მე ყველაფერზე თანახმა ვარ!“

ჩვენმა გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯოგმა მოიპოვა ექსკლუზიური კადრები, როგორ უჩოქებს გიორგი გახარია ინგა გრიგოლიას. როგორც გაირკვა, დაჩოქება ინგა გრიგოლიას კატეგორიული მოთხოვნა ყოფილა. თავიდან ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ აპირებდა გრიგოლიას მოთხოვნის შესრულებას, მაგრამ ბოლოს ვერ სძლია ინგას მომხიბვლელობის ცდუნებას და გაიფიქრა – „ჯანდაბას, რასაც არ უნდა მიპირებდეს,

გააგრძელე

გიორგი გახარია ამბობს, რომ მას სიტყვა „გაექცა“, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაემუქრა – „დაგასრულებთო“!

ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას რომ არნახული რეიტინგი ჰქონდა ხალხში, ამას მისი მოწინააღმდეგეებიც კი აღიარებენ. თუმცა რა დაემართება გახარიას რეიტინგს მისი ბოლოდროინდელი საქციელების და განცხადებების გამო, ამის წინასწარმეტყველებაც სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. ყოფილმა პრემიერმა მომხრეების საკმაო ნაწილი უკვე დაკარგა, როდესაც სრულიად უადგილოდ და უდროო დროს

გააგრძელე

ინგა გრიგოლიას აზრით, თუკი გარეჯი საქართველოდ მიგაჩნია, ეს ნიშნავს რომ ხელისუფლების მხარდამჭერი ხარ…

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში „ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვრცელი ინტერვიუ, სავარაუდოდ, მაყურებელს ახალს და დიდად საინტერესოს ვერაფერს მისცემდა. გიორგი გახარიას და ინგა გრიგიოლიას სრულიად ბანალური და შეიძლება ითქვას უაზრო საუბრიდან დასამახსოვრებელს ვერაფერს აღვნიშნავთ. თმცა ერთმა დეტალმა მაინც მიიქცია ჩვენი ყურადღება – გრიგოლიამ გახარიას ტელეკომპანია „იმედის“ შესახებ

გააგრძელე

სკანდალი, სასწაული, საოცრება – თურმე ნინოწმინდის პანსიონის ბავშვებს მეუფეზე უფრო დედა უყვართ!

(ირონიუსი!) რა თქმა უნდა, სრულიად ქართულ მედიაჭიქაში ატეხილ ქარიშხალს ჩვენი გადარეული კორესპონდენტიც აჰყვა და მოვლენების ეპიცენტრში თავქუდმოგლეჯილი შევარდა! განსაკუთრებული ინსპირაცია მასზე მოახდინა ერთ-ერთი ქართული ტელეარხის მიერ მომზადებულმა სიუჟეტმა, სადაც პანსიონიდან გამოყვანილ ბავშვებს ჟურნალისტი საოცრად ბრძნულ კითხვას უსვამდა – „პანსიონი უფრო გიყვარს თუ დედა?“. შედეგი

გააგრძელე

თემურ ქეცბაია პოლიტიკაში მოდის, ის „გირჩის“ წევრი და იაგო ხვიჩიას პირადი მრჩეველი იქნება

ჩვენმა ცოტა შექანებულმა კორესპონდენტმა მოგვაწოდა ვითომდა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ სქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრი და მწვრთნელი თემურ ქეცბაია პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს. როგორც ირკვევა, თემურ ქეცბაიას საუბრის სტილი, მანერა და ლექსიკა ბევრად უფრო დახვეწილი და გასაგებია, ვიდრე „გირჩის“, კი არადა ორივე „გირჩის“ წევრებისა. „ახალი გირჩის“

გააგრძელე

გიორგი გახარია – არც ვიცოდი რა ხდებოდა, როცა ბიზნეს-ომბუდსმენად, მერე კი, შინაგან საქმეთა მინისტრად დამნიშნეს

შეიძლება ითქვას, ყველა პოლიტიკურ ინსინუაციაზე საინტერესო იყო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ის განცხადება, რაც მან პოლიტიკურ პარტია „ქართულ ოცნებაში“ და ზოგადად ქართულ პოლიტიკაში თავისი კარიერის შესახებ გააკეთა. ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრობისას მან თქვა, რომ როდესაც იგი პირველად დაინიშნა მაღალ საჯარო თანამდებობაზე, საერთოდ

გააგრძელე