ბოკერია-კრამერი – ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდათ პოლიტიკურ პარტიებს და არა ქართველ ხალხს!

დაახლოებით ერთი და იმავე შინაარსის განცხადებები გაკეთეს მედიასთან საუბრისას საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა გიგა ბოკერიამ და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა. საქმე ეხება იმას, უნდა დაინიშნოს თუ არა საქართველოში რიგგარეშე თუ ვადამდელი არჩევნები. ვერ გეტყვით, რომელს მოუვიდა თავში პიორველს

გააგრძელე

შალვა ნათელაშვილი:- „ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის სენატსა და თეთრ სახლში მოისყიდა დონალდ ტრამპის დატოვებული ხალხი“

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ქვეკომიტეტის სხდომა შეაფასა და განსაკუთრებული ყურადღება სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეზე ჯორჯ კენტზე გაამახვილა. როგორც ვიცით, კენტმა მთლად ე.წ. „გაერთიანებული ოპოზიციისთვის“, ანუ „ნაცებისთვის“ სასურველი განცხადებები არ გააკეთა სენატის ქვეკომიტეტზე გამოსვლისას, რითაც უკვე დაიმსახურა ქართული „ნაც“-მედიის მწვავე კრიტიკა. თუმცა,

გააგრძელე

ნინო ბურჯანაძე – „გიორგი გახარიამ ჯერ უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია ჩემი ღირსეული კონკურენტი გახდეს“

უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში 1 პროცენტიან ბარიერ ვერგადალახული პარტიის ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თავის რეალურ კონკურენტად არ მიიჩნევს. ასე განუცხადა მან ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძეს, თუმცა დასძინა, რომ კონკურენტად არ მიიჩნევს ჯერ-ჯერობით. „პოლიტიკოსი ჩემს კონკურენტად რომ ჩავთვალო, მან ჯერ პარტია უნდა შექმნას,

გააგრძელე

კახა საბანაძე ირაკლი ღარიბაშვილს გადაგომისკენ მიანიშნებს – „თანამდებობის პირებმა იმოქმედონ მაღალი სტანდარტით“

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ თანამდებობა სკანდალურად დატოვა. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, „ნოდარ მელაძის გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა“ ეთერში გაუშვა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საეჭვო ვითარებაში გამოტანილი აუდიო, ვიდეო და ფოტო ჩანაწერები. საბანაძემ სოციალურ ქსელში დაწერა – „ვფიქრობ, რომ მედიაში წარმოდგენილ ფაქტებს

გააგრძელე

ექიმებს ვაქცინაციის ეშინიათ, ამიტომ, მოდით ხანდაზმულები ავცრათ – მთავრობის უცნაური გადაწყვეტილება

პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ დღეს მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო – ვაქცინის დეფიციტის პირობებში, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ასაცრელი მიზნობრივი ჯგუფების ასაკი დაწიოს და უკვე არა მხოლოდ 75 წელს მიღწეულები, არამედ 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებიც აცრას. ერთი შეხედვით, გადაწყვეტილება ცუდი არ არის და ვისაც

გააგრძელე

გახარიამ – არც წავსულვარო! მარგველაშვილმა – ვბრუნდებიო! როდის შეიქმნება „ყოფილების პარტია“

ქართული პოლიტიკური სივრცე უახლოეს მომავალში სერიოზულ სიურპრიზებს ელოდება. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი მალე ერთ პოლიტიკურ გუნდად ჩამოყალიბდნენ და პოლიტიკურ ასპარეზსაც ერთად დაუბრუნდნენ. ამ ვარაუდის საფუძველს ამ ორი პერსონის ფაქტობრივად ერთდროული გააქტიურება იძლევა. თუმცა, გიორგი გახარიას განცხადებით, ის არსადაც

გააგრძელე

„ნაცების“ მედიამ ხატის დაბრძანებასთან დაკავშირებული ტრაპეზი ირმა ინაშვილს და „პარტიულ აქტივს“ დააბრალა

ჭყონდიდის ეპარქიაში ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი ჩააბრძანეს. მარტვილში ამ ღონისძიებას სტუმრები რამდენიმე ეპარქიიდან დაესწრნენ. ხატის წესისამებრ დაბრძანებისა და მსახურების აღსრულების შემდეგ, სტუმრებისათვის ტრაპეზიც გაიმართა. ამ საზეიმო დღეს თავის სტილში გამოეხმაურნენ „ნაციონალური მოძრაობის“ საკუთრებაში არსებული პარტიული ტელევიზიები. კერძოდ, „მთავარმა არხმა“ საკუთარი „ფეისბუქ-გვერდის“ მეშვეობით გაავრცელა გაწყობილი

გააგრძელე

გიორგი ვაშაძე შარლ მიშელის პრესტიჟს არავის შეალახინებს, მათ შორის არც „ქართულ ოცნებას“

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ხელისუფლება-ოპოზიციის ევროშუამდგომლობით გამართული მოლაპარაკებებიდან ყველაზე უფრო უცნაური შთაბეჭდილებებით გამოვიდა. ყოველ შემთხვევაში, მის გარდა არც ერთ სხვა ოპზიციონერს არ განუცხადებია, რომ „ქართული ოცნება“ თავისი მოქმედებებით ევროპელი დიპლომატის, შარლ მიშელის სახელს და პრესტიჟს აზიანებს. „ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ძალიან ცუდად გამოიყენეს შარლ

გააგრძელე

გიგი უგულავა – მაისში ჩვენს აქციაზე უფრო მეტი ხალხი მოვა, ვიდრე თმა აქვს თავზე ირაკლი კობახიძეს!

ეგრეთ წოდებულმა „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ არაერთხელ დაანონსებული და შემდგომ ჩავარდნილი „გრანდიოზული საპროტესტო აქცია“ ამჯერად 15 მაისისთვის დააადნონსა. „შიში დაძლეულია, ამას ნახავს ხელისუფლება 15 მაისს, როდესაც სუს-ის დრონები ძრწოლას დაიწყებენ და კობახიძე შეეშვება ჩვენი თავების თვლას”- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ საკანონმდებლო ორგანოსთან

გააგრძელე

რა საერთო აქვთ თეა წულუკიანს, დიმიტრი შაშკინს, კახა ლომაიას და ნიკა გვარამიას

„ქართულმა ოცნებამ“ წარმატებულად გააგრძელა „ნაციონალური მოძრაობის“ სახელოვანი ტრადიცია – ყოფილი ძალოვანი მინისტრების გადაყვანა განათლების, სპორტისა თუ კულტურის მინისტრად. კახა ლომაიას, დიმიტრი შაშკინის, ნიკა გვარამიას საფუძველდადებულ ტრადიციას თეა წულუკიანი შეუერთდა. თუმცა, ლომაიას შემთხვევაში პირიქით იყო – ის ჯერ განათლების მინისტრი გახლადათ და რატომღაც სწორედ განათლების

გააგრძელე