სკანდალი, სასწაული, საოცრება – თურმე ნინოწმინდის პანსიონის ბავშვებს მეუფეზე უფრო დედა უყვართ!

(ირონიუსი!) რა თქმა უნდა, სრულიად ქართულ მედიაჭიქაში ატეხილ ქარიშხალს ჩვენი გადარეული კორესპონდენტიც აჰყვა და მოვლენების ეპიცენტრში თავქუდმოგლეჯილი შევარდა! განსაკუთრებული ინსპირაცია მასზე მოახდინა ერთ-ერთი ქართული ტელეარხის მიერ მომზადებულმა სიუჟეტმა, სადაც პანსიონიდან გამოყვანილ ბავშვებს ჟურნალისტი საოცრად ბრძნულ კითხვას უსვამდა – „პანსიონი უფრო გიყვარს თუ დედა?“. შედეგი

გააგრძელე

კალაძე რომ ენერგეტიკის მინისტრად დარჩენილიყო, რა ბედი ეწეოდა ვარლამს და საქართველოს?

(ირონიუსი!) საზოგადოებამ არაერთგვაროვნად აღიქვა თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადება ნამოხვანჰესის თემასთან დაკავშირებით. ჟურნალისტებმა მერს ჰკითხეს აზრი დედაქალაქში მიმდინარე აქციების შესახებ, რომლის მიზანი საქართველოს ჰიდრო ელექტრო სადგურების მშენებლობის შეჩერებაა. კახა კალაძემ სიამაყით განაცხადა – „მე როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, საქართველოში ყველაზე მეტი ჰესი აშენდა! მე

გააგრძელე

შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ბედი მხოლოდ იმათ უნდა გადაწყვიტონ, ვისაც ფულს მიშა აძლევს

(ირონიუსი!) ქართველი ლეიბორისტების ლიდერმა, როგორც ყოველთვის, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა. საკითხი ამჯერად პარტიებისა და არასამთავრობოების დაფინანსებას ეხება. კერძოდ, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური და საარჩევნო საკითხების გადაწყვეტის უფლება არ უნდა ჰქონდეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადგან ისინი „ეშმაკმა უწყის საიდან ფინანსდებიან“. ნათელშვილის ამ ნათქვამიდან,

გააგრძელე

ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა ვახო მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია პარლამენტში შეიყვანეს

(ირონიუსი!) ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ინტერნეტში გამოჩნდა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ მიუთითებს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მყოფი ლევან იოსელიანი, ამავე დარბაზში მყოფ ალეკო ელისაშვილს გარკვეული მიმართულებით და ორივენი გაოცებული სახეებით იყურებიან. ჩვენმა გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა როგორც კი ეს ფოტო ნახა, იმ წამს დაიწყო გამოიძება თუ

გააგრძელე

სენატორი კინზინგერი – „თქვენი პრობლემები თქვენ თვითონ უნდა მოაგვაროთ, ოღონდ ისე, როგორც ჩვენ გეტყვით“

(ირონიუსი!) საქართველოზე გადაყოლილი, მუდამ ქართველებზე მოფიქრალი და ჩვენზე გადამკვდარი ამერიკელი სენატორი ადამ კინზინგერი კიდევ ერთხელ გადაგვყვა ზედ და ჩვენთვის მეტად სასარგებლო რჩევები მოგვცა. „ბიესინფოს“ გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა მოიპოვა ადამ კინზინგერისა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარი, სადაც ადამი მამაშვილურად არიგებს ირაკლის

გააგრძელე

ამერიკის სენატის კომიტეტის ქვეკომიტეტმა – ნიკა მელიას კი ეკუთვნის თავისუფლება, მაგრამ, არ ეკუთვნისო…

(ირონიუსი!) მთელი საქართველო რომ გულის ფანცქალითა და რომელიღაცა ადგილის ცახცახით ელოდა 23 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, შესაბამისი კომიტეტის ქვეკომიტეტის სხდომას – ეს რა თქმა უნდა უპირობოდ მიუთითებს ჩვენი ქვეყნის სრულ სუვერენინეტზე, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე! კიდევ უფრო გვიმტკიცებს ამ რწმენას ის, რომ ჩვენი ქვეყნის

გააგრძელე

მამუკა ხაზარაძემ „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალური მოლაპარაკების საკუთარი პირობები დაასახელა

(ირონიუსი!) ცნობილმა ბანკირმა და მევახშემ, პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა და ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ კატეგორიულად გამორიცხა „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალური მოლაპარაკებების დაწყება. „რა ვქნა, ცალკე გავიდე და თვალები ვუპაჭუნო ხელისუფლებას?“ – დასვა კითხვა ხაზარაძემ და იქვე დასძინა – მე რამდენჯერმე აყირავებულ და გადაბრუნებულ მოლაპარაკებების მაგიდასთან

გააგრძელე

„ნაცებმა“ საპროტესტო აქციებზე ნიკა მაჭუტაძის შემცვლელი გამოიყვანეს – რუსი ოლიგარქი ბიძინა ცახცახებს!

(ირონიუსი!) მას შემდეგ რაც მგზნებარე ქართველი პოლიტიკოსი ნიკა მაჭუტაძე იმდენად აღარ აქტიურობს, ფაქტია, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ე.წ. „გაერთიანებულ ოპოზიციას“ ძალიან გუაჭირდა რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან ეფექტიანი ბრძოლა. რას მივაწეროთ მგზნებარე „მაჭუტას“ ასეთი გაუჩინარება? როგორც ჩანს, ის უბრალოდ გადაიღალა და ცოტა ხნით დასვენება გადაწყვიტა. თუმცა,

გააგრძელე

ერთმა მიშამ – ტოროლა კი არა ტოლმა ვთქვიო, მეორე მიშამ – ბოდიში მთვრალი ვიყავიო

(ირონიუსი!) ბოლო პერიოდში გახშირდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა და ლიდერთა მხრიდან ევროსასამართლოს, ევროკავშირის, სხვა ევროპული სტრუქტურებისა და მთლიანად ევროპის აგდებულად და უხამსად მოხსენიება. ექსპერტებს, ყოვლად დემოკრატიული, ჰუმანური, ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების განსაკუთრებით პატივისმცემელი „ნაცებისგან“ ასეთი საქციელი და ლაპარაკი ძალიან გაუკვირდათ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი გაირჯვა

გააგრძელე

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბაია პატარაიაზე ფსიქოლოგიურად იძალადა

(ირონიუსი!) ამ წუთებში ბაია პატარაიას ოფისიდან წივილ-კივილის ხმა გამოდის. ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, მას შემდეგ რაც ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის გამარჯვებული გახდა, პატარაიას სიმწრისგან ლოყები დაებერა, ვენები ამოებურცა და თმა გაუჭაღარავდა, ატეხა ისტერიკული წივილი და დალეწა საოფისე აპარატურა, ისროლა სკამი, რომელიც იქვე მჯდომ ახალგაზრდა ქალ

გააგრძელე