ხვიჩა კვარაცხელიას „დაძინების“ ჟესტი გოლის გატანის შემდეგ, თურმე ვახო სანაიას ეძღვნება
(ირონიუსი!) დიდი ხანი ცდილობდა სპორტული სამყარო გაერკვია თუ რას ნიშნავდა ფეხბურთის ახალი ქართველი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას ჟესტი, გოლის გატანის შემდეგ. ის, მოგეხსენებათ, რამდენიმე ჟესტს იყენებს ხოლმე ასეთ დროს, მაგრამ მათგან უმეტესობა, იოლი ასახსნელია. მხოლოდ ერთმა გაუჩინა თავსატეხი სპეციალისტებს – ჟესტმა, რომლითაც კვარაცხელია „დაძინებას“ გამოხატავდა.